„აუტისმი ტრაგედია არ არის“ სოციალირი პროექტი
„აუტისმი ტრაგედია არ არის“
საზოგადოებაში ძალიან
დაბალია აუტიზმის შესახებ ცნობიერების დონე. აუტიზმის ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით კი, ყოველ 88 ბავშვში ერთი აუტისტია. ეს არის დაავადება,
რომელიც ყოველ წელს პროგრესირებს (გასული საუკუნის 60-იან წლებთან შედარებით შემთხვევები 4-5-ჯერ არის გაზრდილი). აუტიზმი გვხვდება მსოფლიო მოსახლეობის ყველა რასისა და სოციალური მდგომარეობის ადამიანთა შორის. ბიჭეკოლაბი
უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე გოგონები. აუტიზმით დაავადებულთა რიცხვის ზრდა
ეკოლოგიურ დაბინძურებასთან პირდაპირკავშირშია. ამიტომ სჭიროა საზოგადოების ცნობიერების
დონის ამაღლება ამ დაავადების მიმართ.
,,
„ერთად გარემოს გადასარჩენად!“ სოც პროექტი
მოსწავლე შეძლებს გააცნობიეროს ადამიანის სასარგებლო და საზიანო ქმედებები, გამოუმუშავდება გარემოსადმი მზრუნველობითი დამოკიდებულება, შეძლებს ინფორმაციის გადამუშავებას და მიწოდებას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დახმარებით. მოსწავლეები აიმაღლებენ ცოდნას იმ საფრთხეების შესახებ, რამაც შესაძლებელია გარემოს და ჩვენ, ადამიანებს, გამოუსწორებელი ზიანი მოგვაყენოს, გაიგებენ იმ გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც თითოეული მოქალაქე დგას, და იგრძნობენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვაკისრია გარემოს წინაშე.
13.10 2019 წრის მეცადინეობა
დღეს ჩატარდა ინფორმატიკა და საკომუნიკაციო ტექნილოგიების წრის მეცადინეობა . ბავშვებმა შეისწავლეს დოკუმენტში Smart Art ფიგურების გამოყენება,მასში ფოტოების და ტექსტების ჩასმა.
· რიგით მეექვსე შეხვედრას ესწრებოდა მოსწავლეთა სრული შემადგენლობა -.
· მოსწავლეებმა იმუშავეს წყვილებში.წყვილები მუშაობის დროს ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლეები ისწავლიან smart
art ფუნქციის აქტიურად გამოყენებას და მასში მონაცემების შეტანას,ცნებათა რუკების აგებას,როგორც ტექსტური ინფორმაციის შეტანას გრაფაში,ასევე ფოტოს განთავსებას.
წრეზე მოსწავლეებს პროექტორით კედელზე ვუჩვენე შესასრულებელი დავალება და ინსტრუქცია,რომლის მიხედვითაც უნდა ემოქმედათ.მათ ვასწავლე Word-ის დოკუმენტში smart art ფუნქციის აქტიურად გამოყენება.ამასთანავე Word art ფუნქციის დახმარებით სათაურის დაწერა ორმაგი ფუნქციის ჩარჩოს მეთოდით და მისი დაფორმატება.ჩარჩოს ფონი შავი გავაკეთეთ,შიგნით წარწერაში ყვითელი ფერი ჩავასხით.ფურცლის ბოლო კიდურამდე გავაკეთებინე ჩარჩო Page Borders ფუნქციიდან,რომლის ზომები დავარეგულირეთ შიდა პარამეტრებიდან ისე,როგორც ინსტრუქციაში გვქონდა მითითებული.შემდეგ ავირჩიეთ smart art ფუნქციიდან ისეთი მოდელი ,სადაც ფოტოს ჩასმაც შეგვეძლო და
გვერდით გრაფაში ტექსტს ვწერდით.ინტერნეტიდან მოვაძიებინე ფოტოები და ჩავასმევინე ჩარჩოებში.თემატიკა ავირჩიეთ სისტემური ბლოკი და
მისი შემადგენელი ნაწილები,ინტერნეტიდან მოვაძიებინე აღნიშნული ფოტოები და შემდეგ ყველაფერი გააკეთეს ინსტრუქციის მიხედვით.