დღეს ჩატარდა ინფორმატიკა და საკომუნიკაციო ტექნილოგიების წრის მეცადინეობა . ბავშვებმა შეისწავლეს დოკუმენტში Smart Art ფიგურების გამოყენება,მასში ფოტოების და ტექსტების ჩასმა.
· რიგით მეექვსე შეხვედრას ესწრებოდა მოსწავლეთა სრული შემადგენლობა -.
· მოსწავლეებმა იმუშავეს წყვილებში.წყვილები მუშაობის დროს ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლეები ისწავლიან smart
art ფუნქციის აქტიურად გამოყენებას და მასში მონაცემების შეტანას,ცნებათა რუკების აგებას,როგორც ტექსტური ინფორმაციის შეტანას გრაფაში,ასევე ფოტოს განთავსებას.
წრეზე მოსწავლეებს პროექტორით კედელზე ვუჩვენე შესასრულებელი დავალება და ინსტრუქცია,რომლის მიხედვითაც უნდა ემოქმედათ.მათ ვასწავლე Word-ის დოკუმენტში smart art ფუნქციის აქტიურად გამოყენება.ამასთანავე Word art ფუნქციის დახმარებით სათაურის დაწერა ორმაგი ფუნქციის ჩარჩოს მეთოდით და მისი დაფორმატება.ჩარჩოს ფონი შავი გავაკეთეთ,შიგნით წარწერაში ყვითელი ფერი ჩავასხით.ფურცლის ბოლო კიდურამდე გავაკეთებინე ჩარჩო Page Borders ფუნქციიდან,რომლის ზომები დავარეგულირეთ შიდა პარამეტრებიდან ისე,როგორც ინსტრუქციაში გვქონდა მითითებული.შემდეგ ავირჩიეთ smart art ფუნქციიდან ისეთი მოდელი ,სადაც ფოტოს ჩასმაც შეგვეძლო და
გვერდით გრაფაში ტექსტს ვწერდით.ინტერნეტიდან მოვაძიებინე ფოტოები და ჩავასმევინე ჩარჩოებში.თემატიკა ავირჩიეთ სისტემური ბლოკი და
მისი შემადგენელი ნაწილები,ინტერნეტიდან მოვაძიებინე აღნიშნული ფოტოები და შემდეგ ყველაფერი გააკეთეს ინსტრუქციის მიხედვით.
No comments:
Post a Comment