"ყვავილები ჩვენ კლასში“
მე ვფიქრობ სოციალური პროექტის მიზანი - განავითაროს მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები, ხელი შეუწყოს მოქალაქეობრივი განცდის მქონე ადამიანის ჩამოყალიბებას, გაზარდოს მშობლის როლი სასკოლო ცხოვრებაში- შესრულებულია. ყველაზე წარმატებული პროექტის პირველი და მეორე ეტაპი მიმაჩნია, რადგან მათში მოსწავლეთა ჩართულობა იყო ძალიან მაღალი, შედეგით გამოწვეული სიხარული და კმაყოფილება აშკარად იგრძნობოდა.
პროექტი მოიწონეს და მსგავსი აქტივობა განახორციელეს სხვა კლასებმაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი იყო წარმატებული.
კლასის მშობლების დაინტერესება სასკოლო ცხოვრებით, მათი შვილების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობით, გაიზარდა. რაც იმედს მაძლევს, რომ ისინი მომავალშიც ითანამშრომლებენ სკოლასთან, ერთად დავგეგმავთ მოსწავლეთათვის მნიშვნელოვან და განვითარებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს.....
რას შევცვლიდი - უმჯობესი იქნებოდა პროექტი თავიდანვე დამეგეგმა სხვა დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით. ჩემი კლასის მოსწავლეები და მშობლები უფრო მჭიდროდ დაუკავშირდებოდნენ სკოლის თემს, რაც მეტად ეფექტურს გახდიდა მას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა შეუფერხებლად განხორციელდა, შესაბამისად არ შეცვლილა და დამატებულა აქტივობა.
:
No comments:
Post a Comment