ჩატარდა, ინფორმატიკა და საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების წრის მეცადინეობა. მოეწყო ვიდეოჩვენება კიბერუსაფთხოების შესახებ.
ტექნოლოგიების წრის მეცადინეობა. მოეწყო ვიდეოჩვენება კიბერუსაფთხოების შესახებ.
- წრის რიგით მეხუთე შეხვედრას ესწრებოდა სულ10 მოსწავლე.3 მოსწავლე არ გამოცხადდა მეცადინეობაზე.
-
მოსწავლეებმა იმუშავეს წყვილებში.წყვილები მუშაობის დროს ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.
-
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლეები გაეცნობიან ინტერნეტ ჰაკერების საქმიანობას და მათ დაჯგუფებებს.ისწავლიან,თუ რა მნიშვნელობა და რა მისია აკისრია ყოველდღიურ ცხოვრებაში თეთრ და შავ ჰაკერებს.
წრის მეცხრე შეხვედრის თემა იყო ინტერნეტ-ჰაკერები.მოსწავლეებს
პროექტორით ვუჩვენე ჩემს მიერ მომზადებულ პრეზენტაციაში განთავსებული ფოტო და თეორიული
მასალა.განვუმარტე მათ ტერმინის მნიშვნელობა, თუ რა საქმიანობას ეწევიან ჰაკერები.ასევე გავეცანით ჰაკერთა ორ ჯგუფს:თეთრ და შავ ჰაკერებს,მოსწავლეებს გავაცანი 5 ყველაზე ცნობილი ჰაკერის ვინაობა.შემდეგ ვუჩვენე 2 ვიდეო მასალა ჰაკერების და 5 ყველაზე დიდი ჰაკერული ძარცვის შესახებ.მოსწავლეები ყურადღებით ისმენდნენ ახალ თემას.შემდეგ მათ დავავალე ინტერნეტის საშუალებით მოეძიებინათ ვიკიპედიაში ჰაკერებზე ინფორმაცია და ფოტოები დაა გაეკეთებინათ პრეზენტაცია.პრაქტიკულ სამუშაოს სამივე წყვილმა წარმატებით გაართვა თავი.მოსწავლეები ხალისით იძიებდნენ ინფორმაციას და სვამდნენ სლაიდებში.სამივე წყვილი ერთდროულად მორჩა მუშაობას.გაკვეთილის ბოლოს შევაჯამეთ შესწავლილი თემა და კიდევ ერთხელ განვმარტეთ შესწავლილი თემა. მათთვის ყველაზე მეტად საინტერესო აღმოჩნდა თეთრი და შავი ჰაკერების მნიშვნელობის გაგება და ამ სიაში არსებული ადამიანების ვინაობის გაცნობა.
-
მოსწავლეებმა იმუშავეს წყვილებში.წყვილები მუშაობის დროს ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.
No comments:
Post a Comment