ნარკომანია

რეფლ;ექსია
სოციალური პროექტის ,,ნარკომანია’’ განხორციელება.პროექტის დაგეგმვის მიზანი იყო აგვემაღლებინა საზოგადოების ცნობიერების დონე ნარკომანიასთან დაკავშირებით.სამიზნე ჯგუფად შევარჩიე მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებიდამატებითი მუშაობის საინტერესოდ წარმართვისათვის ეფექტურია და მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების დადგენა.ეს სამუშაოს წარმატების,მოსალოდნელი პრობლემის გადაჭრისა და ინიციატივის განხორციელების ერთ-ერთ წინაპირობად მიმაჩნია.
       პროექტის მიზნის გაცნობამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვიაგანსაკურებით,ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციების შემდეგ ნარკოტიკების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით.მოსწავლეებს გაუჩნდთ სურვილი აქტიურად ჩართულიყვნენ ამ პროექტში და მოეპოვებინათ უფრო მეტი ინფორმაცია ნარკოტიკების როგორც  დადებით,ასევე უარყოფით შედეგებზემოსწავლეების მაღალი მოტივაციიდან  გამომდინარე შევიმუშავე გეგმა,როგორ,და რა ვადებში,რა რესურსებით ვიმუშავებდი მათთან.პროექტი დავგეგმეთ და განვახორციელეთ.შევიმუშავეთ ქცევის წესები,რომელთა დაცვა უზრუნველყოფდა ეფექტურ მუშაობას.მუშაობა წარიმართა გუნდურად,ჯგუფურად,ინდივიდუალურად.მოვიძიეთ რესურსები,დამხმარე ლიტერატურა და დავგეგმეთ როგორი აქტივობებით ჩავატარებდით თითოეულ შეხვედრას.
               პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებმა ისწავლეს საინფორმაციო ბუკლეტის დამზადებაგაიწაფნენ Microsoft Pover Point  პროგრამის მეშვეობით პრეზენტაციის მომზადებაში.ინფორმაციის მოძიებასა და დახარისხებაში.დაგეგმილმა აქტივობებმა მოსწავლეებს აუმაღლა მოტივაცია,ინტერესი,გაუუმჯობესდათ დამოუკიდებელი მუშაობის,ჯგუფური,თანამშრომლობითი თუ წყვილებში მუშაობის უნარ-ჩვევებიგაუღრმავდათ კომუნიკაციის,მეგობრობის,გულშემატკივრობის თვისებები.განუვითარდათ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების,გადაწყვეტილების მიღების,შემწყნარებლობის,სხვისი უფლებების პატივისცემის,დემოკრატიული პრინციპების აღიარების უნარები.ეს ყოველივე ხომ XXI საუკუნის ძირითადი უნერ-ჩვევებია,რომელთა გარეშეც მოსწავლეებს გაუჭირდებათ სოციუმში ადაპტირება.
         პროექტზე მუშაობის პერიოდში გამოვლინდა მცირეოდენი ხელისშემშლელი ფაქტორები.მაგგამოკითხვისთვის დაგეგმილ დღეს ძლიერი წვიმა და ქარი,რის გამოც მოგვიწია გამოკითხვა გადაგვეტანა მომდევნო დღეებში.პრეზენტაციის აწყობის დროს გაითიშა ელექტროენერგია.მუშაობის მსვლელობამ კიდევ ერთხელ დამაჯერა დამატებითი მუშაობის ეფექტურობაში.გაიზარდა მოსწავლეების ინტერესები და მოტივაცია.მიზნად დაისახეს მომავალში უკვე მიღებული გამოცდილებით და მეტი ცოდნით შექმნან უკეთესი პროდუქტი.ამასთან ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებამ მუშაობის პროცესი ბევრად დინამიური და მრავალფეროვანი გახადა.მუშაობის ასეთი ფორმა არის ინტერაქტიური და მოსწავლეებს საშუალება მისცა აქტიურად ჩართულიყვნენ მუშა პროცესში.

            საერთო ჯამში პროექტზე მუშაობას ვთვლი დამაკმაყოფილებლად.ვინაიდან,გაიზარდა ინფორმირებულობის დონე მოსწავლეებსა და საზოგადოებაში,რაც ხელს შეუწყობს ინფორმირებული,სრულფასოვანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.








Share:

No comments:

Post a Comment

Ordered List

  1. Lorem ipsum dolor sit amet, consectetuer adipiscing elit.
  2. Aliquam tincidunt mauris eu risus.
  3. Vestibulum auctor dapibus neque.

Sample Text

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua. Ut enim ad minim veniam, quis nostrud exercitation test link ullamco laboris nisi ut aliquip ex ea commodo consequat.

Definition List

Definition list
Consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua.
Lorem ipsum dolor sit amet
Consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua.

Support

Need our help to upload or customize this blogger template? Contact me with details about the theme customization you need.

Pages