- პირველ
გაკვეთილზე მოსწავლეთა დასწრება
იყო სრული შემადგენლობით.
- წრეს
ესწრებოდა მე-5,მე-6 კლასის
მოსწავლეები:
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლეები გაეცნობიან საწრეო მუშაობის საკითხებს,შეიმუშავებენ წრის წესებს და გაითვალისწინებენ სამუშაო შეხვედრებზე.
წრის პირველ გაკვეთილზე გავაცანი მოსწავლეებს საწრეო მუშაობის მიზნები და ამოცანები,შემდეგ ერთად შვიმუშავეთ ქცევის წესები და დავდეთ პირობა,რომ ყველა აღნიშნულ წესს შევასრულებდით და არასოდეს არ დავარღვევდით.ყველა მოსწავლემ თითო წესი საკუთარი ხელით დაწერა ფერადი მარკერით ფორმატის ფურცელზე.შემდეგ ეს ფორმატი გამოვაკარით კლასში თვალსაჩინო ადგილას.
ამის შემდეგ ვუჩვენე მოსწავლეებს პრეზენტაცია,ერთად გავიხსენეთ კომპიუტერთან ჯდომის წესები და ამასთანავე ვუჩვენე ვიდეორგოლები კომპიუტერთან ჯდომისა და უსაფრთხოების წესების შესახებ(ი.ხ.https://qetinoturashvili555.blogspot.com/}
მოსწავლეები იყვნენ აქტიურად ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში,გაკვეთილი გამოგვივიდა ეფექტური და სახალისო.
Add ca
მეორე გაკვეთილი დავიწყეთ Word 2016-ში მუშაობით.მოსწავლეებს სიღრმისეულად შევასწავლე ბევრი მათთვის ბუნდოვანი ფუნქციები. ვასწავლე რომელი ფუნქციიდან შეიძლებოდა კლაკნილი ხაზგასმა სათაურზე.ამასთანავე მოსწავლეებმა ისწავლეს კოლონიტულის გაკეთება დოკუმენტზე ნუმერაციით,ინტერნეტით მოვაძიებინე Word-ის ფოტო და დასვეს ტექსტური რედაქტორის ფორმატირება კოლონტიტულის მარცხენა კუთხეში,იმ ზომებით რაც ინსტრუქციით იყო გათვალისწინებული.დოკუმენტს .ჩემი მითითებებით მოსწავლეებმა აღნიშნულ აქტივობებს ადვილად გაართვეს თავი,ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული.წყვილები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს კომპიუტერთან მუშაობაში.
ჩვენი მესამე გაკვეთილი დავიწყეთ შემდეგი აქტივობით:სათაური დავწერეთ წითელი ფონით,ხოლო ხაზგასმა გავაკეთებინე ლურჯი ფონით.ინტერნეტიდან მოვაძიებინე მოსწავლეებს დედამიწის ფოტო და ჩავასმევინე Word-ის ფაილში.იმ მითითებული ზომებით,რომელიც ინსტრუქციით იყო გათვალისწინებული.ასევე ავიღეთ რამოდენიმე text box,რომელსაც მივანიჭეთ ნარინჯისფერი ფონი და მასში ჩავსვით ტექსტები და ფორმულები Equalation ველიდან.ეს ტექსტები ისრების საშუალებით დავაკავშირეთ დედამიწის ფოტოსთან.შემდეგ ყველა ეს ელემენტები ერთად მოვნიშნეთ და მოვაქციეთ ერთ ჯგუფში.ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული ამ აქტივობაში,წყვილები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.ყველაზე მეტად მოეწონათ ფორმულების წერა და ელემენტების დაჯგუფება.
მეოთხე გაკვეთილი
შემდეგ მივეცი დავალება ინტერნეტში მოეძიებინათ სამივე სახის პრინტერის ფოტო და ჩაესვათ ვორდის დოკუმენტში,პროექტორზე ვუჩვენე ჩემს მიერ გამზადებული დავალების ნიმუში,რომლის მსგავსად უნდა შეესრულებინათ დავალება. მოსწავლეებმა ამ დავალებას ძალიან კარგად გაართვეს თავი,დრო მივეცი 20 წუთი.მოსწავლეები მუშაობდნენ წყვილებში.შემდეგ ვასწავლე მათ მიერ მომზადებული დოკუმენტის ბეჭდვისწინა დათვალიერება და ბეჭდვა,ამობეჭდილი მასალის დაქსეროქსება და სკანირება.ამობეჭდილი მასალა მოსწავლეებს სამახსოვროდ გადავეცი.იმდენად სახალისო გაკვეთილი გამოგვივიდა,რომ მოსწავლეებს სურდათ კიდევ გაგვეგრძელებინა მუშაობა.ყველაზე მეტად მოეწონათ პრინტერის სახეების და მისი დამაარსებლის ისტორიის მოსმენა და ამასთანავე ძალიან მოეწონათ ბეჭდვის და დაქსეროქსების პროცესი. წრის მუშაობაhttps://www.youtube.com/watch?v=tnulZiOyths |
No comments:
Post a Comment