წრის გეგმა ,,ისტ.ტექნოლოგიები ''

ი.ს.ტ.-ის წრე  2019. წელი

მშობელთა და მოსწავლეთა საყურადღებოდ!


სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთარშენის საჯარო სკოლაში 2019 სასწავლო წლი2 ოქტომბრიდან ფუნქციონირებას იწყებს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრე სახელწოდებით"ისტ.ტექნოლოგიები".მე5-მე-6 კლასებისთვისგაკვეთლები ჩატარდება კვირაში ერთხელ ოთხშაბათს დღეს 13:30 სთ-ზე.წრის ხელმძღვანელია ისტ-ის მასწავლებელი: ქეთევან ტურაშვილი.მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ წრის ხელძღვანელთან. 

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრის სახელწოდება:
  

 ,,ისტ.ტექნოლოგიები ''

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების  წრის  სამუშაო  პროგრამა/განრიგი წრის  სახელწოდება:    „ისტ.ტექნოლოგიები „წრის ხელმძღვანელი:    ქეთევან ტურაშვილიხელმძღვანელის ელ. ფოსტა:  qeti.qetinoturashvili@gmail.comსკოლა: სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფ.ოთარშენის საჯარო სკოლამიზნობრივი ჯგუფი: V-VI კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა რაოდენობა 13წრის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ კომპიუტერული უნარ-ჩვევების შეძენა განმტკიცება. თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება. იცოდნენ ისტ-თან დაკავშირებული ცნებები და ფლობდნენ შესაბამის ოპერაციებს და კომუნიკაციის ციფრულ საშუალებებს, გააცნობიერონ  ისტ-ით სარგებლობის  სოციალური, ეთიკური, გარემოს დაცვასთან და ადამიანურ ფაქტორთან დაკავშირებული პრობლემები, ყოველივე ეს დაეხმარება მათ აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში და სხვადასხვა საგნების პრეზენტაციისათვის.მოკლე მიმოხილვა: წრის გეგმა მოიცავს საოფისე პროგრამების და ინტერნეტის პრაქტიკულად გამოყენებას (ბუკლეტების, კროსვორდების, პრეზენტაციების შექმნა სხვადასხვა საგნებში) წრის მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კომპიუტერული უნარ-ჩვევის განმტკიცებას, მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას. მათ განუვითარდებათ დამოუკიდებლად მუშაობის, ახალი ინფორმაციის მოძიების და პრაქტიკულად მისი გამოყენების უნარი..შეხვედრა თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა ერთი აკადემიური საათი. 



თარიღი
თემის  დასახელება
1
2/10/2019
საორგანიზაციო საკითხები.წრის მიზნის გაცნობა.ქცევის წესების შემუშავება.
წრის მუშაობის გეგმის გაცნობა.
2
9/10/2019
ტექსტური რედაქტორის გამოყენება ტექსტის ფორმატირებაფონტის, პარაგრაფის ფორმატირება, სტილის განსაზღვრა;//www.ict.tpdc.ge/video/103



3
11//10/2019
გვერდის პარამეტრების განსაზღვრაფორმულების გავრცელება უჯრაში.ტექსტის,ფორმულების და ფიგურების დაჯგუფება.
4
23/10/2019
ბუკლეტების დამზადება,ბეჭდვისწინა დათვალიერება, დოკუმენტის ბეჭდვა , სკანირება,ქსეროქსი.
5
11/11/2019
ვიდეოგაკვეთილი კიბერუსაფრთხოების შესახებh
http://www.ict.tpdc.ge/video/121
6
13/11/2019
დოკუმენტში Smart Art ფიგურების გამოყენება,მასში ფოტოების და ტექსტების ჩასმა.
7
18/11/2019
    საკომუნიკაციო საშუალებები;
  ü  ინტერნეტი;(http://kids.ge/)
ü  საბავშვო ბრაუზერის გამოყენება.
8
20/11/2019  
   ინტერნეტ-ტროლინგი.
  
ვიდეოჩვენება.


9
25/11/2019
     ფოტო და თეოროული მასალა პრეზენტაციის ჩვენებით.
10
27/11/2019  
ინფორმაციის დაცვის აუცილებლობის მნუშვნელობა რიგ შემთხვევაში და ინფორმაციის დაცვის შესაძლებლობის გაცნობა. ინტერნეტ-ტროლინგი.
  
ვიდეოჩვენებ.


Share:

წრის მუშაობ სახელწოდებით"ისტ.ტექნოლოგიები"

  • პირველ გაკვეთილზე მოსწავლეთა დასწრება იყო სრული შემადგენლობით.
  • წრეს ესწრებოდა მე-5,მე-6 კლასის მოსწავლეები:
     გაკვეთილის მიზანი:მოსწავლეები გაეცნობიან საწრეო მუშაობის საკითხებს,შეიმუშავებენ წრის წესებს და გაითვალისწინებენ სამუშაო შეხვედრებზე.

       
წრის პირველ გაკვეთილზე გავაცანი მოსწავლეებს საწრეო მუშაობის მიზნები და ამოცანები,შემდეგ ერთად შვიმუშავეთ ქცევის წესები და დავდეთ პირობა,რომ ყველა აღნიშნულ წესს შევასრულებდით და არასოდეს არ დავარღვევდით.ყველა მოსწავლემ თითო წესი საკუთარი ხელით დაწერა ფერადი მარკერით ფორმატის ფურცელზე.შემდეგ ეს ფორმატი გამოვაკარით კლასში თვალსაჩინო ადგილას.
ამის შემდეგ ვუჩვენე მოსწავლეებს პრეზენტაცია,ერთად გავიხსენეთ კომპიუტერთან ჯდომის წესები და ამასთანავე ვუჩვენე ვიდეორგოლები კომპიუტერთან ჯდომისა და უსაფრთხოების წესების შესახებ(..https://qetinoturashvili555.blogspot.com/} მოსწავლეები იყვნენ აქტიურად ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში,გაკვეთილი გამოგვივიდა ეფექტური და სახალისო
.


Add ca

  • წრის მეორე გაკვეთილს ესწრებოდა 6 მოსწავლე.
  • შევასრულეთ პრაქტიკული სამუშაო წყვილებში კომპიუტერის საშუალებით.
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლეები სიღრმისეულად ისწავლიან Ms Word-ის შიდა ფუნქიებს და ცხელი ღილაკების გამოყენებას.


       
მეორე გაკვეთილი დავიწყეთ Word 2016-ში მუშაობით.მოსწავლეებს სიღრმისეულად შევასწავლე ბევრი მათთვის ბუნდოვანი ფუნქციები.
ვასწავლე რომელი ფუნქციიდან შეიძლებოდა კლაკნილი  ხაზგასმა სათაურზე.ამასთანავე მოსწავლეებმა ისწავლეს კოლონიტულის გაკეთება დოკუმენტზე ნუმერაციით,ინტერნეტით მოვაძიებინე Word-ის ფოტო და დასვეს   ტექსტური რედაქტორის ფორმატირება კოლონტიტულის მარცხენა კუთხეში,იმ ზომებით რაც ინსტრუქციით იყო გათვალისწინებული.დოკუმენტს .ჩემი მითითებებით მოსწავლეებმა აღნიშნულ აქტივობებს ადვილად გაართვეს თავი,ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული.წყვილები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს კომპიუტერთან მუშაობაში
.



  • წრის მესამე გაკვეთილს ესწრებოდა ყველა მოსწავლე.
  • შევასრულეთ პრაქტიკული დავალებები Word-ის ფაილში.მოსწავლეებმა იმუშავეს გაკვეთილის მიზანი;გვერდის პარამეტრების განსაზღვრა; ფორმულების გავრცელება უჯრაში.ტექსტის,ფორმულების და ფიგურების დაჯგუფება.
 :მოსწავლეები ისწავლიან ფორმულების უჯრაში გავრცელებას და ტექსტის,ფიგურის,ფორმულის ერთად დაჯგუფებას.

       
ჩვენი მესამე გაკვეთილი დავიწყეთ შემდეგი აქტივობით:სათაური დავწერეთ წითელი ფონით,ხოლო ხაზგასმა გავაკეთებინე ლურჯი ფონით.ინტერნეტიდან მოვაძიებინე მოსწავლეებს დედამიწის ფოტო და ჩავასმევინე Word-ის ფაილში.იმ მითითებული ზომებით,რომელიც ინსტრუქციით იყო გათვალისწინებული.ასევე ავიღეთ რამოდენიმე text box,რომელსაც მივანიჭეთ ნარინჯისფერი ფონი და მასში ჩავსვით ტექსტები და ფორმულები Equalation ველიდან.ეს ტექსტები ისრების საშუალებით დავაკავშირეთ დედამიწის ფოტოსთან.შემდეგ ყველა ეს ელემენტები ერთად მოვნიშნეთ და მოვაქციეთ ერთ ჯგუფში.ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული ამ აქტივობაში,წყვილები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.ყველაზე მეტად მოეწონათ ფორმულების წერა და ელემენტების დაჯგუფება
.



მეოთხე გაკვეთილი

  • რიგით მეოთხე გაკვეთილს ესწრებოდა 5 მოსწავლე.ერთი მოსწავლე ოჯახური პირობების გამო ვერ დაესწრო საწრეო მუშაობას.
  • მოსწავლეებს ვასწავლე  ბუკლეტების დამზადება,ბეჭდვის წინა დათვალიერება,დოკუმენტის ბეჭდვა,სკანირება.
  • გაკვეთილის მიზანი:მოსწავლეები გაეცნობიან პრინტერის გამომგონებელის ბიოგრაფიას და ამასთანავე შეასრულებენ სამ ფუნქციას პრინტერის საშუალებით,კერძოდ საკუთარი ნაშრომის:ქსეროქსს,სკანირებას და ამობეჭდვას.
                  გაკვეთილი დავიწყე მინილექციით.მოსწავლეებს ვესაუბრე პრინტერის გამომგონებლის შესახებ,როგორი სახის პრინტერები არსებობენ და როგორ ხდება დოკუმენტზე იმ წარწერების გადასვლა,რაც კომპიუტერში ელექტრონულად გვაქვს აღბჭედილი.ამავდროულად ვუჩვენებდი პროექტორით პრეზენტაციას.ამ თემაზე საუბარმა დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში,გავმართეთ დისკუსია.
შემდეგ მივეცი დავალება ინტერნეტში მოეძიებინათ სამივე სახის პრინტერის ფოტო და ჩაესვათ ვორდის დოკუმენტში,პროექტორზე ვუჩვენე ჩემს მიერ გამზადებული დავალების ნიმუში,რომლის მსგავსად უნდა შეესრულებინათ დავალება. მოსწავლეებმა ამ დავალებას ძალიან კარგად გაართვეს თავი,დრო მივეცი 20 წუთი.მოსწავლეები მუშაობდნენ წყვილებში.შემდეგ ვასწავლე მათ მიერ მომზადებული დოკუმენტის ბეჭდვისწინა დათვალიერება და ბეჭდვა,ამობეჭდილი მასალის დაქსეროქსება და სკანირება.ამობეჭდილი მასალა მოსწავლეებს სამახსოვროდ გადავეცი.იმდენად სახალისო გაკვეთილი გამოგვივიდა,რომ მოსწავლეებს სურდათ  კიდევ გაგვეგრძელებინა მუშაობა.ყველაზე მეტად მოეწონათ პრინტერის სახეების და მისი დამაარსებლის ისტორიის მოსმენა და ამასთანავე ძალიან მოეწონათ ბეჭდვის და დაქსეროქსების პროცესი
.



წრის მუშაობაhttps://www.youtube.com/watch?v=tnulZiOyths
Share:

Ordered List

  1. Lorem ipsum dolor sit amet, consectetuer adipiscing elit.
  2. Aliquam tincidunt mauris eu risus.
  3. Vestibulum auctor dapibus neque.

Sample Text

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua. Ut enim ad minim veniam, quis nostrud exercitation test link ullamco laboris nisi ut aliquip ex ea commodo consequat.

Definition List

Definition list
Consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua.
Lorem ipsum dolor sit amet
Consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua.

Support

Need our help to upload or customize this blogger template? Contact me with details about the theme customization you need.

Pages