სოციალური პროექტის ,,ნარკომანია’’ განხორციელება.პროექტის დაგეგმვის მიზანი იყო აგვემაღლებინა საზოგადოების ცნობიერების დონე ნარკომანიასთან დაკავშირებით.სამიზნე ჯგუფად შევარჩიე მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეები. დამატებითი მუშაობის საინტერესოდ წარმართვისათვის ეფექტურია და მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების დადგენა.ეს სამუშაოს წარმატების,მოსალოდნელი პრობლემის გადაჭრისა და ინიციატივის განხორციელების ერთ-ერთ წინაპირობად მიმაჩნია.
პროექტის მიზნის გაცნობამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. განსაკურებით,ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციების შემდეგ ნარკოტიკების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით.მოსწავლეებს გაუჩნდთ სურვილი აქტიურად ჩართულიყვნენ ამ პროექტში და მოეპოვებინათ უფრო მეტი ინფორმაცია ნარკოტიკების როგორც დადებით,ასევე უარყოფით შედეგებზე. მოსწავლეების მაღალი მოტივაციიდან გამომდინარე შევიმუშავე გეგმა,როგორ,და რა ვადებში,რა რესურსებით ვიმუშავებდი მათთან.პროექტი დავგეგმეთ და განვახორციელეთ.შევიმუშავეთ ქცევის წესები,რომელთა დაცვა უზრუნველყოფდა ეფექტურ მუშაობას.მუშაობა წარიმართა გუნდურად,ჯგუფურად,ინდივიდუალურად.მოვიძიეთ რესურსები,დამხმარე ლიტერატურა და დავგეგმეთ როგორი აქტივობებით ჩავატარებდით თითოეულ შეხვედრას.
პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებმა ისწავლეს საინფორმაციო ბუკლეტის დამზადება, გაიწაფნენ Microsoft Pover Point პროგრამის მეშვეობით პრეზენტაციის მომზადებაში.ინფორმაციის მოძიებასა და დახარისხებაში.დაგეგმილმა აქტივობებმა მოსწავლეებს აუმაღლა მოტივაცია,ინტერესი,გაუუმჯობესდათ დამოუკიდებელი მუშაობის,ჯგუფური,თანამშრომლობითი თუ წყვილებში მუშაობის უნარ-ჩვევები. გაუღრმავდათ კომუნიკაციის,მეგობრობის,გულშემატკივრობის თვისებები.განუვითარდათ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების,გადაწყვეტილების მიღების,შემწყნარებლობის,სხვისი უფლებების პატივისცემის,დემოკრატიული პრინციპების აღიარების უნარები.ეს ყოველივე ხომ XXI საუკუნის ძირითადი უნერ-ჩვევებია,რომელთა გარეშეც მოსწავლეებს გაუჭირდებათ სოციუმში ადაპტირება.
პროექტზე მუშაობის პერიოდში გამოვლინდა მცირეოდენი ხელისშემშლელი ფაქტორები.მაგ: გამოკითხვისთვის დაგეგმილ დღეს ძლიერი წვიმა და ქარი,რის გამოც მოგვიწია გამოკითხვა გადაგვეტანა მომდევნო დღეებში.პრეზენტაციის აწყობის დროს გაითიშა ელექტროენერგია.მუშაობის მსვლელობამ კიდევ ერთხელ დამაჯერა დამატებითი მუშაობის ეფექტურობაში.გაიზარდა მოსწავლეების ინტერესები და მოტივაცია.მიზნად დაისახეს მომავალში უკვე მიღებული გამოცდილებით და მეტი ცოდნით შექმნან უკეთესი პროდუქტი.ამასთან ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებამ მუშაობის პროცესი ბევრად დინამიური და მრავალფეროვანი გახადა.მუშაობის ასეთი ფორმა არის ინტერაქტიური და მოსწავლეებს საშუალება მისცა აქტიურად ჩართულიყვნენ მუშა პროცესში.
საერთო ჯამში პროექტზე მუშაობას ვთვლი დამაკმაყოფილებლად.ვინაიდან,გაიზარდა ინფორმირებულობის დონე მოსწავლეებსა და საზოგადოებაში,რაც ხელს შეუწყობს ინფორმირებული,სრულფასოვანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.