ნარკომანია
სოციალური პროექტის ,,ნარკომანია’’ განხორციელება.პროექტის დაგეგმვის მიზანი იყო აგვემაღლებინა საზოგადოების ცნობიერების დონე ნარკომანიასთან დაკავშირებით.სამიზნე ჯგუფად შევარჩიე მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეები. დამატებითი მუშაობის საინტერესოდ წარმართვისათვის ეფექტურია და მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების დადგენა.ეს სამუშაოს წარმატების,მოსალოდნელი პრობლემის გადაჭრისა და ინიციატივის განხორციელების ერთ-ერთ წინაპირობად მიმაჩნია.
პროექტის მიზნის გაცნობამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. განსაკურებით,ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციების შემდეგ ნარკოტიკების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით.მოსწავლეებს გაუჩნდთ სურვილი აქტიურად ჩართულიყვნენ ამ პროექტში და მოეპოვებინათ უფრო მეტი ინფორმაცია ნარკოტიკების როგორც დადებით,ასევე უარყოფით შედეგებზე. მოსწავლეების მაღალი მოტივაციიდან გამომდინარე შევიმუშავე გეგმა,როგორ,და რა ვადებში,რა რესურსებით ვიმუშავებდი მათთან.პროექტი დავგეგმეთ და განვახორციელეთ.შევიმუშავეთ ქცევის წესები,რომელთა დაცვა უზრუნველყოფდა ეფექტურ მუშაობას.მუშაობა წარიმართა გუნდურად,ჯგუფურად,ინდივიდუალურად.მოვიძიეთ რესურსები,დამხმარე ლიტერატურა და დავგეგმეთ როგორი აქტივობებით ჩავატარებდით თითოეულ შეხვედრას.
პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებმა ისწავლეს საინფორმაციო ბუკლეტის დამზადება, გაიწაფნენ Microsoft Pover Point პროგრამის მეშვეობით პრეზენტაციის მომზადებაში.ინფორმაციის მოძიებასა და დახარისხებაში.დაგეგმილმა აქტივობებმა მოსწავლეებს აუმაღლა მოტივაცია,ინტერესი,გაუუმჯობესდათ დამოუკიდებელი მუშაობის,ჯგუფური,თანამშრომლობითი თუ წყვილებში მუშაობის უნარ-ჩვევები. გაუღრმავდათ კომუნიკაციის,მეგობრობის,გულშემატკივრობის თვისებები.განუვითარდათ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების,გადაწყვეტილების მიღების,შემწყნარებლობის,სხვისი უფლებების პატივისცემის,დემოკრატიული პრინციპების აღიარების უნარები.ეს ყოველივე ხომ XXI საუკუნის ძირითადი უნერ-ჩვევებია,რომელთა გარეშეც მოსწავლეებს გაუჭირდებათ სოციუმში ადაპტირება.
პროექტზე მუშაობის პერიოდში გამოვლინდა მცირეოდენი ხელისშემშლელი ფაქტორები.მაგ: გამოკითხვისთვის დაგეგმილ დღეს ძლიერი წვიმა და ქარი,რის გამოც მოგვიწია გამოკითხვა გადაგვეტანა მომდევნო დღეებში.პრეზენტაციის აწყობის დროს გაითიშა ელექტროენერგია.მუშაობის მსვლელობამ კიდევ ერთხელ დამაჯერა დამატებითი მუშაობის ეფექტურობაში.გაიზარდა მოსწავლეების ინტერესები და მოტივაცია.მიზნად დაისახეს მომავალში უკვე მიღებული გამოცდილებით და მეტი ცოდნით შექმნან უკეთესი პროდუქტი.ამასთან ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებამ მუშაობის პროცესი ბევრად დინამიური და მრავალფეროვანი გახადა.მუშაობის ასეთი ფორმა არის ინტერაქტიური და მოსწავლეებს საშუალება მისცა აქტიურად ჩართულიყვნენ მუშა პროცესში.
საერთო ჯამში პროექტზე მუშაობას ვთვლი დამაკმაყოფილებლად.ვინაიდან,გაიზარდა ინფორმირებულობის დონე მოსწავლეებსა და საზოგადოებაში,რაც ხელს შეუწყობს ინფორმირებული,სრულფასოვანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.
ოთხფეხა მეგობარი
რეფლექსია
ბავშვებს ვასწავლოთ ოთხფეხა მეგობრებთან ურთიერთობაჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: "ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს: შიმშილს, წყურვილს, შიშსა და ტკივილს". გარდა ამისა, ცხოველი ხშირად ქცეულა თავისი პატრონის მკურნალად, ზოგიერთი ცხოველის ერთგული ბუნება მალამოდ დასდებია ადამიანის სულს. ამის დამადასტურებელი უამრავი ცხოვრებისეული მაგალითი არსებობს.
გვინდოდა აგვმაღლებინა ცნობიერება ღომ ოთხფეხა ცხოველიც სულიერია და მას არ უნდა მოვექცეთ უდიერად.ბავშვებს ძალიან მოეჭონათ მშობლების და თემის ჩართვა აღნიშნულ პროექტში .იყო რისკებიც რადგან ქუჩაში უსახლკარო ძაღლებთან კონტაქტი და მოფერება მოუნდათ ბავსვებს აქ ჩავრთეთ ვეტერინალი და მან სრული ინფორმაცია მიაწოდა აღნიშნულ ეისკებტან დაკავშირებით.
თემა საინტერესო გამოდგა ბავშვებმა გამოთქვეს სურვილი მონაწილეობა მიეღოთ აღნიშნულ პროექტში.
საგზაო ნიშნები
რეფლექსია
პროექტის მიზანი იყო :საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობა,რამდენად აქტუალურია ჩვენს რეალობაში ეს პრობლემა და რა სავალალო სტატისტიკური მონაცემები გვაქვს
პროექტის ყევლაზე საინტერესო მხარე იყო დისკუსია,სადაც მოსწავლეებმა იმსჯელეს .იკამათეს გამოთქვეს საკუთარი მოსაზრება თემასთან დაკავსირებით.
წამოჭრილმა პრობლემამ უსაფრთხო მოძრაობის დარღვევის ფატალური შდეგების შესახებ გამოუიწვია მოსწავლეთა დიდი გულისტკივილი,ყველამ ერთსულოვნად დაისახა მიძნად გახდეს მოდელი სხვებისთვის უსაფრთხო მოძრაობის დაცვასადა პრობლემის მოგვარების გზების ძიებაში რაც,იყო ჩემი აზრით პროექტის ძლიერი მხარე .
პროექტი სიცოცხლისუნარიანია,მოსწავლეები გეგმავენ პროექტის გაგრძელებას ,მასში მშობლების პედაგოგებისა და სხვა თანატოლების ჩართვას
პროექტის სუსტ მხარედ მიმაჩნია დროის არასწორი გადანაწილება ,რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ მომავალში