რეფლექსია


Share:

რეფლექსია


Share:

ნარკომანია

რეფლ;ექსია
სოციალური პროექტის ,,ნარკომანია’’ განხორციელება.პროექტის დაგეგმვის მიზანი იყო აგვემაღლებინა საზოგადოების ცნობიერების დონე ნარკომანიასთან დაკავშირებით.სამიზნე ჯგუფად შევარჩიე მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებიდამატებითი მუშაობის საინტერესოდ წარმართვისათვის ეფექტურია და მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების დადგენა.ეს სამუშაოს წარმატების,მოსალოდნელი პრობლემის გადაჭრისა და ინიციატივის განხორციელების ერთ-ერთ წინაპირობად მიმაჩნია.
       პროექტის მიზნის გაცნობამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვიაგანსაკურებით,ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციების შემდეგ ნარკოტიკების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით.მოსწავლეებს გაუჩნდთ სურვილი აქტიურად ჩართულიყვნენ ამ პროექტში და მოეპოვებინათ უფრო მეტი ინფორმაცია ნარკოტიკების როგორც  დადებით,ასევე უარყოფით შედეგებზემოსწავლეების მაღალი მოტივაციიდან  გამომდინარე შევიმუშავე გეგმა,როგორ,და რა ვადებში,რა რესურსებით ვიმუშავებდი მათთან.პროექტი დავგეგმეთ და განვახორციელეთ.შევიმუშავეთ ქცევის წესები,რომელთა დაცვა უზრუნველყოფდა ეფექტურ მუშაობას.მუშაობა წარიმართა გუნდურად,ჯგუფურად,ინდივიდუალურად.მოვიძიეთ რესურსები,დამხმარე ლიტერატურა და დავგეგმეთ როგორი აქტივობებით ჩავატარებდით თითოეულ შეხვედრას.
               პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებმა ისწავლეს საინფორმაციო ბუკლეტის დამზადებაგაიწაფნენ Microsoft Pover Point  პროგრამის მეშვეობით პრეზენტაციის მომზადებაში.ინფორმაციის მოძიებასა და დახარისხებაში.დაგეგმილმა აქტივობებმა მოსწავლეებს აუმაღლა მოტივაცია,ინტერესი,გაუუმჯობესდათ დამოუკიდებელი მუშაობის,ჯგუფური,თანამშრომლობითი თუ წყვილებში მუშაობის უნარ-ჩვევებიგაუღრმავდათ კომუნიკაციის,მეგობრობის,გულშემატკივრობის თვისებები.განუვითარდათ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების,გადაწყვეტილების მიღების,შემწყნარებლობის,სხვისი უფლებების პატივისცემის,დემოკრატიული პრინციპების აღიარების უნარები.ეს ყოველივე ხომ XXI საუკუნის ძირითადი უნერ-ჩვევებია,რომელთა გარეშეც მოსწავლეებს გაუჭირდებათ სოციუმში ადაპტირება.
         პროექტზე მუშაობის პერიოდში გამოვლინდა მცირეოდენი ხელისშემშლელი ფაქტორები.მაგგამოკითხვისთვის დაგეგმილ დღეს ძლიერი წვიმა და ქარი,რის გამოც მოგვიწია გამოკითხვა გადაგვეტანა მომდევნო დღეებში.პრეზენტაციის აწყობის დროს გაითიშა ელექტროენერგია.მუშაობის მსვლელობამ კიდევ ერთხელ დამაჯერა დამატებითი მუშაობის ეფექტურობაში.გაიზარდა მოსწავლეების ინტერესები და მოტივაცია.მიზნად დაისახეს მომავალში უკვე მიღებული გამოცდილებით და მეტი ცოდნით შექმნან უკეთესი პროდუქტი.ამასთან ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებამ მუშაობის პროცესი ბევრად დინამიური და მრავალფეროვანი გახადა.მუშაობის ასეთი ფორმა არის ინტერაქტიური და მოსწავლეებს საშუალება მისცა აქტიურად ჩართულიყვნენ მუშა პროცესში.

            საერთო ჯამში პროექტზე მუშაობას ვთვლი დამაკმაყოფილებლად.ვინაიდან,გაიზარდა ინფორმირებულობის დონე მოსწავლეებსა და საზოგადოებაში,რაც ხელს შეუწყობს ინფორმირებული,სრულფასოვანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.








Share:

ოთხფეხა მეგობარი


 რეფლექსია
ბავშვებს ვასწავლოთ ოთხფეხა მეგობრებთან ურთიერთობაჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: "ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს: შიმშილს, წყურვილს, შიშსა და ტკივილს". გარდა ამისა, ცხოველი ხშირად ქცეულა თავისი პატრონის მკურნალად, ზოგიერთი ცხოველის ერთგული ბუნება მალამოდ დასდებია ადამიანის სულს. ამის დამადასტურებელი უამრავი ცხოვრებისეული მაგალითი არსებობს.
გვინდოდა აგვმაღლებინა ცნობიერება ღომ ოთხფეხა ცხოველიც სულიერია და მას არ უნდა მოვექცეთ უდიერად.ბავშვებს ძალიან მოეჭონათ მშობლების და თემის ჩართვა აღნიშნულ პროექტში .იყო რისკებიც რადგან ქუჩაში უსახლკარო ძაღლებთან კონტაქტი და მოფერება მოუნდათ ბავსვებს აქ ჩავრთეთ ვეტერინალი და მან სრული ინფორმაცია მიაწოდა აღნიშნულ ეისკებტან დაკავშირებით.
თემა საინტერესო გამოდგა ბავშვებმა გამოთქვეს სურვილი მონაწილეობა მიეღოთ აღნიშნულ პროექტში.




Share:

საგზაო ნიშნები

რეფლექსია
პროექტის მიზანი იყო :საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობა,რამდენად აქტუალურია ჩვენს რეალობაში ეს პრობლემა და რა სავალალო სტატისტიკური მონაცემები გვაქვს
პროექტის ყევლაზე საინტერესო მხარე იყო დისკუსია,სადაც მოსწავლეებმა იმსჯელეს .იკამათეს გამოთქვეს საკუთარი მოსაზრება თემასთან დაკავსირებით.
წამოჭრილმა პრობლემამ უსაფრთხო მოძრაობის დარღვევის ფატალური შდეგების შესახებ გამოუიწვია მოსწავლეთა დიდი გულისტკივილი,ყველამ ერთსულოვნად დაისახა მიძნად გახდეს მოდელი სხვებისთვის უსაფრთხო მოძრაობის დაცვასადა პრობლემის მოგვარების გზების ძიებაში რაც,იყო ჩემი აზრით პროექტის ძლიერი მხარე .
     პროექტი სიცოცხლისუნარიანია,მოსწავლეები გეგმავენ პროექტის გაგრძელებას ,მასში მშობლების პედაგოგებისა და სხვა თანატოლების ჩართვას
პროექტის სუსტ მხარედ მიმაჩნია დროის არასწორი გადანაწილება ,რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ მომავალში






Share:

ჰიგიენა რეფლექსია


                                                        რეფლექსია
პროექტის მიზანი იყო ცნობადობის ამაღლება ჰიგიენის აუცილებლობაზე  ჰიგიენური რეჟიმის დარღვევის შედეგად გამოწვეული  სხვადასხვა დაავადებების შსახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღება,ის რომ ბავშვი პატარაობიდანვე  უნდა მივაჩვიოთ ჰიგიენურ პროცედურებს,მოზარდმა  უნდა იცოდნენ ჯანმრთელობა სისუფთავით იწყება
     პროექტი წარიმართა   წინასწარ შდგენილი გეგმის მიხედვით,ვნახეთ ვიდეო ხელების სწორად დაბანვაზე რაც იყო პროექტის ყველაზე საინტერესო  ნაწილი დიდი ინტერესით მოისმინეს ექიმის აზრი ჰიგიენის თემაზე,ჩვენი ურთიერთობა ეფუძვნებოდა პატივისცემასა და თანამშრომლობას.
      მოსწავლეები გეგმავენ  პროექტის გაგრძელებას ,მასში მშობლებისა და სხვა თანატოლების  ჩართვას.



Share:

წრის სრული გეგმა

Share:

Ordered List

  1. Lorem ipsum dolor sit amet, consectetuer adipiscing elit.
  2. Aliquam tincidunt mauris eu risus.
  3. Vestibulum auctor dapibus neque.

Sample Text

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua. Ut enim ad minim veniam, quis nostrud exercitation test link ullamco laboris nisi ut aliquip ex ea commodo consequat.

Definition List

Definition list
Consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua.
Lorem ipsum dolor sit amet
Consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua.

Support

Need our help to upload or customize this blogger template? Contact me with details about the theme customization you need.

Pages