18/11/2019 წრის მეცადინეობა




 დღეს ჩატარდა მორიგი მეცადინეობა იმფორმაცია და საკომუნიკაციო საშუალებები გაეცნენ ინტერნეტს და საბავშვო ბრაუზერს. აგრეტვე სხვა საძიებო სისტეებს.
Add caption
·         რიგით მეშვიდე შეხვედრას ესწრებოდა მოსწავლეთა სრული შემადგენლობა -
·         მოსწავლეებმა იმუშავეს წყვილებში.წყვილები მუშაობის დროს ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.
                   
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ ინტერნეტში გაფართოებული ძიების პარამეტრების საშუალებით მოიძიონ სხვადასხვა ინფორმაცია,სხვადასხვა თემაზე.გამოეტენებინათ საბავშვო ბრაუზერი
(http://kids.ge/)

             
მეშვიდე შეხვედრა დავიწყეთ ინტერნეტის თემით.გავიხსენეთ ინტერნეტის სახეები,თუ როგორი და როგორი სახის არსებობს,როდის და სად შედგა პირველი ინტერნეტ კავშირი.მოსწავლეებს ავუხსენი ინტერნეტის მნიშვნელობა დღევანდელ მსოფლიოში,ამასთანავე ვუჩვენე 3 წუთიანი ვიდეო ,,ინტერნეტის ერთი დღით გათიშვის შესახებ''  (https://www.youtube.com/watch?v=MVV6fwA3ncc&t=13s.)ასევე გამზადებული მქონდა წინასწარ პრეზენტაცია,რომელსაც პროექტორით ვუჩვენებდი.მოსწავლეებს ვესაუბრე პირველი ქართველი ვებ-საიტის შემქმნელზე,ვაჩვენე 1996 წელს რენე სირაძის მიერ შექმნილი პირველი ქართულენოვანი ვებ-გვერდი,კერძოდ ,,შავლეგო'' და ,დედაენა'' .შემდეგ ვუჩვენე სტატისტიკა წლების მიხედვით ინტერნეტმომხმარებლების.
     
მოსწავლეებს გავაცანი გუგლის სერვისი.ვასწავლე გაფართოებული ძიების პარამეტრების გამოყენება.ვესაუბრე ეთიკური ნორმების დარღვევების შესახებ.ასევე გავაცანი გუგლის რუკა და გუგლი თარჯიმანი.
             
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს .ყურადღებით მისმენდნენ და აქტიურად მომდევდნენ,ჩემს ახსნილს პრაქტიკული მუშაობით იმტკიცებდნენ.ყველაზე მეტად მოეწონათ გაფართოებული ძიების პარამეტრები,კერძოდ ანიმაციური ფოტოების მოძიება,ფერების და ზომების მითითებებით.ჩატარებული გაკვეთილი
მოსწავლეებისთვის იყო სახალისო და ნაყოფიერი.



Share:

„ყვავილები ჩვენ კლასში“


"ყვავილები ჩვენ  კლასში“

მე ვფიქრობ სოციალური პროექტის მიზანი - განავითაროს  მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები, ხელი შეუწყოს მოქალაქეობრივი განცდის მქონე ადამიანის ჩამოყალიბებას, გაზარდოს მშობლის როლი სასკოლო ცხოვრებაში- შესრულებულია. ყველაზე წარმატებული პროექტის პირველი და მეორე ეტაპი მიმაჩნია, რადგან მათში მოსწავლეთა ჩართულობა იყო ძალიან მაღალი, შედეგით გამოწვეული სიხარული და კმაყოფილება აშკარად იგრძნობოდა.
პროექტი მოიწონეს და მსგავსი აქტივობა განახორციელეს სხვა კლასებმაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი იყო წარმატებული.
კლასის მშობლების დაინტერესება სასკოლო ცხოვრებით, მათი შვილების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობით, გაიზარდა. რაც იმედს მაძლევს, რომ ისინი მომავალშიც ითანამშრომლებენ სკოლასთან, ერთად დავგეგმავთ მოსწავლეთათვის მნიშვნელოვან და განვითარებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს.....
რას შევცვლიდი - უმჯობესი იქნებოდა პროექტი თავიდანვე დამეგეგმა სხვა  დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით. ჩემი კლასის მოსწავლეები და მშობლები უფრო მჭიდროდ დაუკავშირდებოდნენ სკოლის თემს, რაც მეტად ეფექტურს გახდიდა მას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა შეუფერხებლად განხორციელდა, შესაბამისად არ შეცვლილა და დამატებულა აქტივობა.









:




Share:

სოციალური პროექტი „ჩვენ ვცხოვრობთ სუთა სოფელში“


„ჩვენ ვცხოვრობთ სუთა სოფელში“

 ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით მეცნიერული კვლევის შედეგებისა და სტატისტიკის გაცნობა თემში. არსებული ეკოლოგიური პირობების ადგილზე შესწავლა და სამოქალაქო უნარჩვევების ამაღლება მოსწავლეებსა და უფროს თაობაში.

. მიღებული ცოდნის გამოყენება.   ხელი  შეეწყობა სუფთა, ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებას, რომელსაც მუდმივად შეუწყობენ ხელს ბენეფიციალები.


პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეები, მშობლები, მოქალაქეები ფლობენ ინფორმაციას არსებული  ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ მონაწილეობენ და მოუწოდებენ სხვებს იზრუნონ ჩვენი რაიონის გარემო-პირობების დაცვაზე.
პროექტის განხორციელების დროს არსებული პრობლემები:
რაიონის, სკოლის, სოფლის ტერიტორიაზე განთავსებულია სანაგვე ყუთები, რაც მიუხედავად იმისა რომ ემსახურება დასუფთავებას, მაინც არის მიმობნეული არასასურველი ნივთები, საგნები, რაც საჭიროებს დასუფთავებას. ამასთან ერთად აუცილებელია მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია იმაზე რომ არ შეიძლება არსებული და სხვა ტერიტორიების დაბინძურება.

Share:

„უთხარი „არა“ აგრესიას!“




Add caption
უთხარი „არა“ აგრესიას!“

ოსწავლეები, ზოგადად,  ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კომპიუტერული თამაშები საფრთხეს უქმნიან მოზარდი თაობის ფსიქიკას და ზოგჯერ სიცოცხლესაც კი („ლურჯი ვეშაპი“), ხშირ შემთხვევაში აგრესიული ფონის გაზრდას მოსწავლეებში სწორედ კომპიუტერული თამაშები იწვევს.

პროექტის მიზანი: კომპიუტერული თამაშების ნეგატიური ზეგავლენის გაცნობიერება  მოსწავლეებსა და თემში, აგრესიის შემცირება და უსაფრთხო გარემოს შექმნა მოზარდებისათვის.

Share:

13.11.2019 წრის მეცადინეობა


დღეს ჩატარდა ინფორმატიკა და საკომუნიკაციო ტექნილოგიების წრის მეცადინეობა . ბავშვებმა შეისწავლეს დოკუმენტში Smart Art ფიგურების გამოყენება,მასში ფოტოების და ტექსტების ჩასმა.

·         რიგით მეექვსე შეხვედრას სწრებოდა მოსწავლეთა სრული შემადგენლობა
·         მოსწავლეებმა იმუშავეს წყვილებში.წყვილები მუშაობის დროს ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.
   გაკვეთილის მიზანი:მოსწავლეები ისწავლიან smart art ფუნქციის აქტიურად გამოყენებას და მასში მონაცემების შეტანას,ცნებათა რუკების აგებას,როგორც ტექსტური ინფორმაციის შეტანას გრაფაში,ასევე ფოტოს განთავსებას.
          წრეზე მოსწავლეებს პროექტორით კედელზე ვუჩვენე შესასრულებელი დავალება და ინსტრუქცია,რომლის მიხედვითაც უნდა ემოქმედათ.მათ ვასწავლე Word-ის დოკუმენტში smart art ფუნქციის აქტიურად გამოყენება.ამასთანავე Word art ფუნქციის დახმარებით სათაურის დაწერა ორმაგი ფუნქციის ჩარჩოს მეთოდით და მისი დაფორმატება.ჩარჩოს ფონი შავი გავაკეთეთ,შიგნით წარწერაში ყვითელი ფერი ჩავასხით.ფურცლის ბოლო კიდურამდე გავაკეთებინე ჩარჩო Page Borders ფუნქციიდან,რომლის ზომები დავარეგულირეთ შიდა პარამეტრებიდან ისე,როგორც ინსტრუქციაში გვქონდა მითითებული.შემდეგ ავირჩიეთ smart art ფუნქციიდან ისეთი მოდელი ,სადაც ფოტოს ჩასმაც შეგვეძლო და გვერდით გრაფაში ტექსტს ვწერდით.ინტერნეტიდან მოვაძიებინე ფოტოები და ჩავასმევინე ჩარჩოებში.თემატიკა ავირჩიეთ სისტემური ბლოკი და მისი შემადგენელი ნაწილები,ინტერნეტიდან მოვაძიებინე აღნიშნული ფოტოები და შემდეგ ყველაფერი გააკეთეს ინსტრუქციის მიხედვით.


Share:

11.11.2019 წრის მეცადინეობა


ჩატარდა, ინფორმატიკა და საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების წრის მეცადინეობა. მოეწყო ვიდეოჩვენება კიბერუსაფთხოების შესახებ.
  • წრის რიგით მეხუთე შეხვედრას ესწრებოდა სულ10 მოსწავლე.3 მოსწავლე არ გამოცხადდა მეცადინეობაზე.
               
    •       მოსწავლეებმა იმუშავეს წყვილებში.წყვილები მუშაობის დროს ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.
    •                გაკვეთილის მიზანი:მოსწავლეები გაეცნობიან ინტერნეტ ჰაკერების საქმიანობას და მათ დაჯგუფებებს.ისწავლიან,თუ რა მნიშვნელობა და რა მისია აკისრია ყოველდღიურ ცხოვრებაში თეთრ და შავ ჰაკერებს.
                   წრის მეცხრე შეხვედრის თემა იყო  ინტერნეტ-ჰაკერები.მოსწავლეებს
          პროექტორით ვუჩვენე ჩემს მიერ მომზადებულ პრეზენტაციაში განთავსებული ფოტო და თეორიული
          მასალა.განვუმარტე მათ ტერმინის მნიშვნელობა, თუ რა საქმიანობას ეწევიან ჰაკერები.ასევე გავეცანით ჰაკერთა ორ ჯგუფს:თეთრ და შავ ჰაკერებს,მოსწავლეებს გავაცანი 5 ყველაზე ცნობილი ჰაკერის ვინაობა.შემდეგ ვუჩვენევიდეო მასალა ჰაკერების  და 5 ყველაზე დიდი ჰაკერული ძარცვის შესახებ.მოსწავლეები ყურადღებით ისმენდნენ ახალ თემას.შემდეგ მათ დავავალე  ინტერნეტის საშუალებით მოეძიებინათ ვიკიპედიაში ჰაკერებზე ინფორმაცია და ფოტოები დაა გაეკეთებინათ პრეზენტაცია.პრაქტიკულ სამუშაოს სამივე წყვილმა წარმატებით გაართვა თავი.მოსწავლეები ხალისით იძიებდნენ ინფორმაციას და სვამდნენ სლაიდებში.სამივე წყვილი ერთდროულად მორჩა მუშაობას.გაკვეთილის ბოლოს შევაჯამეთ შესწავლილი თემა და კიდევ ერთხელ განვმარტეთ შესწავლილი თემამათთვის  ყველაზე მეტად საინტერესო აღმოჩნდა თეთრი და შავი ჰაკერების მნიშვნელობის გაგება და ამ სიაში არსებული ადამიანების ვინაობის გაცნობა.






Share:

წრის მუშაობა

ნფორმატიკისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრე 1 ოქტომბრიდან ფუნქციონირებს.წრის სახელწოდებაა: „ისტ.ტექნოლოგიები „ სადაც ბავშვებმა შეისწავლეს გვერდის პარამეტრების განსაზღვრა; ფორმულების გავრცელება უჯრაში.ტექსტის,ფორმულების და ფიგურების დაჯგუფება.




Share:

Ordered List

  1. Lorem ipsum dolor sit amet, consectetuer adipiscing elit.
  2. Aliquam tincidunt mauris eu risus.
  3. Vestibulum auctor dapibus neque.

Sample Text

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua. Ut enim ad minim veniam, quis nostrud exercitation test link ullamco laboris nisi ut aliquip ex ea commodo consequat.

Definition List

Definition list
Consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua.
Lorem ipsum dolor sit amet
Consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua.

Support

Need our help to upload or customize this blogger template? Contact me with details about the theme customization you need.

Pages