დღეს ჩატარდა მორიგი მეცადინეობა იმფორმაცია და საკომუნიკაციო საშუალებები გაეცნენ ინტერნეტს და საბავშვო ბრაუზერს. აგრეტვე სხვა საძიებო სისტეებს.
Add caption |
· რიგით მეშვიდე შეხვედრას ესწრებოდა მოსწავლეთა სრული შემადგენლობა -
· მოსწავლეებმა
იმუშავეს წყვილებში.წყვილები მუშაობის დროს ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.გაკვეთილის მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ ინტერნეტში გაფართოებული ძიების პარამეტრების საშუალებით მოიძიონ სხვადასხვა ინფორმაცია,სხვადასხვა თემაზე.გამოეტენებინათ საბავშვო ბრაუზერი(http://kids.ge/)
მეშვიდე შეხვედრა დავიწყეთ ინტერნეტის თემით.გავიხსენეთ ინტერნეტის სახეები,თუ როგორი და როგორი სახის არსებობს,როდის და სად შედგა პირველი ინტერნეტ კავშირი.მოსწავლეებს ავუხსენი ინტერნეტის მნიშვნელობა დღევანდელ მსოფლიოში,ამასთანავე ვუჩვენე 3 წუთიანი ვიდეო ,,ინტერნეტის ერთი დღით გათიშვის შესახებ'' (https://www.youtube.com/watch?v=MVV6fwA3ncc&t=13s.)ასევე გამზადებული მქონდა წინასწარ პრეზენტაცია,რომელსაც პროექტორით ვუჩვენებდი.მოსწავლეებს ვესაუბრე პირველი ქართველი ვებ-საიტის შემქმნელზე,ვაჩვენე 1996 წელს რენე სირაძის მიერ შექმნილი პირველი ქართულენოვანი ვებ-გვერდი,კერძოდ ,,შავლეგო'' და ,დედაენა'' .შემდეგ ვუჩვენე სტატისტიკა წლების მიხედვით ინტერნეტმომხმარებლების.
მოსწავლეებს გავაცანი გუგლის სერვისი.ვასწავლე გაფართოებული ძიების პარამეტრების გამოყენება.ვესაუბრე ეთიკური ნორმების დარღვევების შესახებ.ასევე გავაცანი გუგლის რუკა და გუგლი თარჯიმანი.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს .ყურადღებით მისმენდნენ და აქტიურად მომდევდნენ,ჩემს ახსნილს პრაქტიკული მუშაობით იმტკიცებდნენ.ყველაზე მეტად მოეწონათ გაფართოებული ძიების პარამეტრები,კერძოდ ანიმაციური ფოტოების მოძიება,ფერების და ზომების მითითებებით.ჩატარებული გაკვეთილი მოსწავლეებისთვის იყო სახალისო და ნაყოფიერი.